დღეს, 18 სექტემბერს, თბილისის 104-ე სომხურ საჯარო სკოლაში საზეიმოდ გაიხსნა „ArMath“-ის საინჟინრო ლაბორატორია.

„ArMath“-ი თბილისში გაიხსნა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით, ქველმოქმედების, გაგიკ და რაფიკ აღაჯანიანების და მარია ჩახოიანების, ასევე JAH-ის მხარდაჭერით.

fc612892-6c93-4be1-a2f9-80ab799b12f9

9a378776-249f-4c81-9fbd-adcf69c0c5fb

დღეს, საზეიმო გახსნის ცერემონიაზე, სიტყვით გამოვიდა თბილისის 104-ე სკოლის დირექტორი, ირინა ჟამკოჩიანი. დამსწრეებს მიესალმნენ სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე არაქსია სვაჯიანი და ლაბორატორიის დამფუძნებელი, მოწინავე ტექნოლოგიების საწარმოთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი სარგის კარაპეტიანი.

ლაბორატორიის ზოგადი საქმიანობა, მიზნები და მიღწევები დამსწრეებს „არმატის“ კოორდინატორმა, სედრაკ ვარდანიანმა გააცნო.

62a94774-394e-4b3a-bd67-ea1c6a63a62d

89bdb296-a4eb-4ed3-9d77-2e9f3032cae4

„ArMath“-ის ცენტრებში 10-18 წლის ბავშვები ინტერაქტიული კლასგარეშე კურსების, საინტერესო კონკურსებისა და ინოვაციური ბანაკების მეშვეობით ეცნობიან მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიასა და მათემატიკას.

„ArMath“-ის კურსები სკოლის საათების შემდეგ ჩატარდება და ამ ცენტრში დასწრება როგორც 104-ე სკოლის, ასევე სხვა სკოლების ბავშვებს შეეძლებათ.