
2 სექტემბერს, 16:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა მატჩი საფეხბურთო გუნდებს შორის „აბულსა“ და „ქარელს“. მატჩი დასრულდა ანგარიშით 4:1, ახალქალაქის გუნდის სასარგებლოდ.
გოლები გაიტანეს რაფიკ პალოიანმა, სტეპან მარგარიანმა და რაფაელ დარბინიანმა.
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის შემოდგომის სეზონი მიმდინარეობს. მანამდე გუნდები გაზაფხულის სეზონის შემდეგ შვებულებაში იყვნენ და აგვისტოში ვარჯიშები განახლდა.