2025 წლის ივლისში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2456 პირის მიმართ

2025 წლის ივლისში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2456 პირის მიმართ

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ივლისში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2456 პირის მიმართ. მათგან 143-მა პირობითი სასჯელის ვადის გასვლამდე ჩაიდინა დანაშაული, რაც აღძრული სისხლის სამართლის საქმეების საერთო რაოდენობის 5.8%-ს შეადგენს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისში სისხლის სამართლის საქმეების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში -816 შემთხვევა, აჭარაში — 343 შემთხვევა, ხოლო აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში -11 შემთხვევა.

სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეული მუხლებით აღძრული სისხლის სამართლის საქმეების დონე 2025 წლის ივლისში ასე გადანაწილდა: ქურდობა – 299 შემთხვევა; მუქარა – 249; ოჯახური ძალადობა – 232; ძალადობა -270; გაუპატიურება – 10; გარყვნილი ქმედება – 8; თაღლითობა – 130. ნარკოტიკული საშუალებების, მათი ანალოგების, პრეკურსორების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა – 592 შემთხვევა. ნარკოტიკის შემცველი მცენარეების უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება – 167 შემთხვევა. ყალბი დოკუმენტების დამზადება -110 შემთხვევა.

გარდა ამისა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისში გამოვლინდა დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ოთხი და მკვლელობის მცდელობის ცხრა შემთხვევა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე