ბოლო სამი დღის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენის, შენახვისა და ტარების ბრალდებით 37 პირი დააკავეს.

„მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებულთა პირადი და საცხოვრებელი სახლების, დამხმარე შენობებისა და სატრანსპორტო საშუალებების ჩხრეკისას, პოლიციამ მტკიცებულებად ამოიღო სხვადასხვა ტიპის ათობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

მითითებული დანაშაული ისჯება 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.

საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ შესაბამის საპოლიციო ზომებს მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრო.