საქართველოს რეგიონული საფეხბურთო ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი დასრულდა. ახალქალაქის „აბულის“ საფეხბურთო კლუბმა Jnews-ს სეზონის შედეგები და შემოდგომის სეზონის თამაშების განრიგი გაუზიარა.

როგორც სპორტული სკოლის დირექტორმა, არამ სუკიასიანმა, ჩვენთან საუბარში განაცხადა, აბული გაზაფხულის სეზონის შემდეგ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. სულ გუნდმა 7 თამაში მოიგო, 5 წააგო და 1 ფრედ ითამაშა. სეზონში 28 გოლი გაიტანა.

არამ სუკიასიანი სეზონის შედეგებს დადებითად აფასებს და იმედოვნებს, რომ გუნდი მომავალ სეზონშიც გააუმჯობესებს შედეგებს.

„თუ გუნდი ცხრილში მეორე ან პირველ ადგილს დაიკავებს, ერთი ლიგით წინსვლას შეძლებს“, – იუწყება ის.

გუნდი ამჟამად შვებულებაშია. ისინი ვარჯიშს 1 აგვისტოს დაუბრუნდებიან, სეზონი კი სექტემბერში დაიწყება. ახალი სეზონის მატჩების განრიგი ასეთია:

XIV ტური: 02.09.2025 აბულ-ქარელი (16:00 ახალქალაქი),
XV ტური: 08.09.2025 მერანი-2 — აბული (15:00 რეზერვი),
XVI ტური: 09.15.2025 აბული — სოხუმის დინამო (16:00 ახალქალაქი),
XVII ტური: 26.09.2025 გორი-2 — აბული (16:00 გორი),
XVIII ტური: 30.09.2025 აბული — სპაერ-2 (15:30 ახალქალაქი),
XIX ტური: 03.10.2025 უქიმერიონი — აბული (13:30 ვაკე),
XX ტური: 13.10.2025 აბული — იუნკერი (15:00 ახალქალაქი),
XXI ტური: 20.10.2025 აბული — კასპი-1936 (14:00 ახალქალაქი),
XXII ტური: 28.10.2025 ლიახვი აჩაბ. — აბული (15:00 აგარა),
XXIII ტური: 03.11.2025 აბული — ორბი-2 (14:00 ახალქალაქი),
XXIV ტური: 10.11.2025 ბორჯომი-2 — აბული (14:00 ბორჯომი),
XXV ტური: 17.11.2025 აბული — ვაზისუბანი (14:00 ახალქალაქი),
XXVI ტური: 24.11.2025 სამცხე – აბული (15:00 კასპი).