
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბუზავეტსა და აბულში გაზიფიკაციის სამუშაოები, რომელიც ამ გაზაფხულზე დაიწყო, უკვე დასრულდა. ადგილობრივი მოსახლეობის სახლებში გაზი მიეწოდება.
SJGC-ის დირექტორის, ვრეჟ ბერიკიანის თქმით, კომპანიამ მერიას მიმართა ოპერირების დასაწყებად და ნებართვას ელოდება, რის შემდეგაც ლიცენზიის მისაღებად ენერგეტიკისა და წყლის რესურსების მარეგულირებელ კომისიას (სემეკ) მიმართავს. წინასწარი შეფასებით, პროცედურას დაახლოებით თვენახევარი დასჭირდება.
„ოპერირების სერტიფიკატის მიღებისთანავე, ჩვენ რეგისტრაციას გავმართავთ და სემეკის კომისიას სპეციალურად ამ სოფლებისთვის ლიცენზიის მისაღებად მივმართავთ. ამას დაახლოებით თვენახევარი დასჭირდება“, – თქვა ვრეჟ ბერიკიანმა.
აბონენტების რაოდენობა შემდეგია:
სოფელ აბულში – 112,
სოფელ ბუზავეთში – 35.
ბერიკიანის განცხადებით, გაზიფიცირების სამუშაოები ასევე მიმდინარეობს დიდ და პატარა სამსარში, სადაც ნებართვები უკვე მიღებულია. ამ ორ სოფელში 140 აბონენტის დაკავშირება იგეგმება.
გაზიფიცირება გრძელდება სოფელ მოდაგამშიც, სადაც სამუშაოების დაახლოებით 70% შესრულებულია. თუმცა, ექსპლუატაციის ნებართვა აქ ჯერ არ არის მიღებული. მოდაგამში 35 აბონენტი იქნება დაკავშირებული.
ვრეჟ ბერიკიანის თქმით, ზამთრამდე ყველა აღნიშნული დასახლებული პუნქტი ბუნებრივი აირით იქნება უზრუნველყოფილი.
გარდა ამისა, როგორც სს „საქართველოს გაზის კორპორაციის“ დირექტორმა განაცხადა, სამ დღეში დაიწყება ახალი გაზსადენის მშენებლობა, რაც შეამცირებს დატვირთვას ხულგუმოს არსებულ სადისტრიბუციო ხაზზე.
სოფელ ხულგუმოდან დაახლოებით 4 კმ სიგრძის ახალი ხაზი გაყვანილი იქნება სოფელ ვაჩიანის გზის დასაწყისამდე. იქიდან ერთი განშტოება (200 მმ დიამეტრის მილები) ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მიმართულებით წავა, მეორე კი – სულდა-კარწახის მიმართულებით (160 მმ დიამეტრის მილები).
ახალქალაქის რამდენიმე სოფელში გაზიფიკაციის სამუშაოები მიმდინარეობს
მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალმთიანი სოფლები გაზიფიცირდება
მაღალმთიანი სოფლები- ორლოვკასა და გორელოვკა ჯერ კიდევ არ არის გაზიფიცირებული
შუშან შირინიან