საქართველოს საზღვრიდან 32 კილომეტრში, ქალაქ სპიტაკის ჩრდილოეთით 8 კილომეტრში, – 28 ივნისს ადგილობრივი დროით 01:40 საათზე (27 ივნისი, 21:40 GMT) დაფიქსირდა ბიძგები.

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული სეისმური დაცვის სამსახურის სეისმოლოგიურმა ქსელმა დააფიქსირა 2.9 მაგნიტუდის მიწისძვრა. ეპიცენტრი 10 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.

მიწისძვრის სიმძლავრემ ეპიცენტრში 4 ბალი შეადგინა.

ბიძგები იგრძნობოდა ლორეს პროვინციაში – ქალაქ სპიტაკში, ასევე სოფლებში ლერნაპატი, არჯუტი, არევაშოღი, დარპასი და გოგარანი, სადაც ბიძგების სიმძლავრე 2-3 ბალს აღწევდა.

მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა 40.90° ჩრდილოეთის განედისა და 44.28° აღმოსავლეთის გრძედის კოორდინატებზე.