
სომხეთიდან საქართველოში და პირიქით, მგზავრების გადაყვანა განხორციელდება საკონტროლო დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც მგზავრების რაოდენობას შეეხება.
„2025 წლის 1 ივლისიდან, „სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგზაო მოძრაობის შესახებ“ შეთანხმების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში და პირიქით არარეგულარული მგზავრების გადაყვანა უნდა განხორციელდეს საკონტროლო დოკუმენტით (მგზავრთა სია)“, – გვაცნობებს სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
ასევე ნათქვამია, რომ საკონტროლო დოკუმენტი ელექტრონულად უნდა შეივსოს და დაბეჭდილი ასლი მაკონტროლებელ ორგანოებს სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა წარუდგინოს.
გთხოვთ, დაიცვათ პროცედურა და გამოიყენოთ მხოლოდ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რათა თავიდან აიცილოთ შეფერხებები და დარღვევები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საკონტროლო დოკუმენტის ნიმუშის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.
საკონტროლო დოკუმენტთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საავტომობილო ტრანსპორტის პოლიტიკის, ლიცენზირებისა და ნებართვების დეპარტამენტს ნომერზე 010 511356 ან 010 511348.
Jnews დამატებით დეტალებს მკითხველს შემდეგ სტატიებში გააცნობს.
ფენია თოროსიან