თბილისში, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ხანძარი “ბორჯომის ვაგზლის”ტერიტორიაზე გაჩნდა, სადაც ტანსაცმლის, ხილ-ბოსტნეულის და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებია.

თვითმხილველების თქმით, ხანძარი მეორე სართულზე მდებარე ფეხსაცმლის მაღაზიაში დაახლოებით დილის 6 საათზე გაჩნდა. გამყიდველები აქტიურად ტოვებენ ბაზრის სივრცეს. ხანძრის ქრობაში, დაახლოებით, ჩართულია 30 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა, ასევე პირადი შემადგენლობა.15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია.

მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების ქრობის სამუშაოები,ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია.

სადგურის მოედნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო, ახლომდებარე კლინიკებიდან პაციენტები სხვა კლინიკებში გადაჰყავთ. პაციენტები სასწრაფო დახმარების მანქანებით სხვადასხვა კლინიკებში გადაჰყავთ.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან.