მიუხედავად იმისა, რომ წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები დაგვიანებით დაიწყო, ფერმერები ჯერჯერობით მშვიდად არიან და თვლიან, რომ ყველაფერს მოასწრებენ. ჩვენი წინასწარი დაკვირვებით, წელს მუნიციპალიტეტში ბევრი ფერმერი კარტოფილზე მეტად მარცვლეულ კულტურებს ანიჭებს უპირატესობას.

მუნიციპალიტეტში ახალი სასოფლო-სამეურნეო წელი დაიწყო. ყოველ წელს ამ დროს ახალქალაქში თესვის პროცესი პიკს აღწევდა, მარცვლეული უკვე დათესილი იყო და კარტოფილის ინტენსიური დათესვა მიმდინარეობდა, თუმცა წელს ხანგრძლივი ზამთრისა და მუდმივი წვიმების გამო თესვის პროცესი შეფერხდა.ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები დაიწყო ქალაქთან ახლოს მდებარე სოფლებში, სადაც თოვლი უკვე დადნა, ხოლო უფრო შორეულ, მთიან სოფლებში – ჯერ არა. თუმცა, ფერმერები ჯერჯერობით არ ნერვიულობენ და თვლიან, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. კარტოფილის დათესვა მაისის შუა რიცხვებამდეა შესაძლებელი.

სოფლ ჩამდურიდან ფერმერმა ოვიკ მურადიანმა, მარცვლეულის თესვა უკვე დაასრულა, ხოლო კარტოფილის დათესვა ჯერ არ დაუწყია, რადგან ამინდის პირობები ამის საშუალებას არ იძლევა. წელს მან ასევე გაზარდა მარცვლეული კულტურების სათესი ფართობები.

„მარცვლეულის თესვა დავასრულე, კარტოფილის დათესვას კი მაშინ დავიწყებ, როგორც ამინდი გამოვა. მარცვლეული 20%-ით გავზარდე – ნახევარი შემოდგომაზე დავთესე (ხორბალი), ხოლო ქერი – ახლა“, – განაცხადა ფერმერ-აგრონომმა ოვიკ მურადიანმა.

ვინაიდან ამ სეზონზე მარცვლეული კარგ ფასად, დაახლოებით- კილოგრამი 1 ლარად იყიდებოდა, ბევრმა ფერმერმა გადაწყვიტა მარცვლეული კულტურებისთვის გამოყოფილი ფართობების გაზრდა.ამას იმით განმარტავენ, რომ მარცვლეული დიდ ხარჯებსა და შრომას არ მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ ქერის ერთი კილოგრამის ფასი პრაქტიკულად ერთი კილოგრამ კარტფილის ფასს გაუტოლდა.

სოფელ დილისკას მაცხოვრებელმა, ვარაზდატ სალვარიანმაც გაზარდა მარცვლეული კულტურებისთვის გამოყოფილი ფართობები. მან თესვა დაასრულა და წვიმის დასრულებას ელოდება, რათა კარტოფილის დათესვა დაიწყოს. ის მიიჩნევს, რომ ფერმერებს არ აქვთ სანერვიულო.

„მარცვლეულის თესვა დავასრულე, კარტოფილი ჯერ არ დამიწყია. წელს მარცვლეულის თესვა 30-40%-ით გავზარდე. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ჯერ სანერვიულო არაფერია“, – განაცხადა ვარაზდატ სალვარიანმა.

მისი თქმით, სოფელ დილისკაში მარცვლეულის დათესვა 70–80%-ით დასრულებულია.

სოფლ დადეშის ერთ-ერთმა მაცხოვრებმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, კარტოფილის ნაკვეთების ხარჯზე 1 ჰექტრით გაზარდა მარცვლეული კულტურებისთვის გამოყოფილი ფართობი.

„წელს მარცვლეულს კარგი ფასი ჰქონდა, კარტოფილზე უფრო მომგებიანია. ამიტომ გავზარდე მარცვლეული და შევამცირე კარტოფილის ნაკვეთები“, – განაცხადა მან.

ამავე სოფლის მაცხოვრებელი, იურა არუთუნიანი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი ფასების გათვალისწინებით, მარცვლეულის დათესვა კარტოფილზე უფრო მომგებიანია.

სოფელ აზავრეთში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ადგილობრივი ფერმერები არ ნერვიულობენ – დარწმუნებულნი არიან, რომ ყველაფერს მოასწრებენ.

სოფელ აზავრეთის მაცხოვრებელმა, ბაგრატ ზაქარიანმა თქვა, რომ ხორბალი შემოდგომაზე დათესეს და ქერის თესვასაც მოასწრებენ.

ჯერ არ ვაგვიანებთ. მინდვრებზე თოვლი აღარ არის, ყველაფერი დადნა, მაგრამ წვიმები მუშაობაში ხელს გვიშლის. მე პირადად პრობლემას არ ვხედავ. კარტოფილს ყოველთვის 6 მაისის შემდეგ ვთესავთ. რაც შეეხება სათესი ფართობის გაზრდას – რამდენი მიწაც გვაქვს, იმდენს ვამუშავებთ. გარდა ამისა, ჩვენი სოფლის მაცხოვრებლები გოდოლარის, ბურნაშეთის, ლომატურცხისა და კოკიოს სოფლების მცხოვრებთა მიწებსაც ქირაობენ“, – განაცხადა ბაგრატ ზაქარიანმა.

დიდი სამსარის მინდვრებზე ჯერ კიდევ თოვლია. ამ სოფლებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ყოველთვის უფრო გვიან იწყება, ვიდრე დანარჩენებში.

„ჯერ არ დაგვიწყია. ჩვენთან მარცვლეულს არ თესავენ, მხოლოდ კარტოფილს ვთესავთ. დავიწყებთ, როგორც კი ამინდი მოგვცემს საშუალებას. არ ვნერვიულობთ, ყოველთვის ამ დროს ვიწყებთ. მიწა ცოტა გვაქვს და ყველა იმდენს თესავს, რამდენის დამუშავებასაც შეძლებს“, – განაცხადა დიდი სამსარის მაცხოვრებელმა ნასლეტ ოგანესიანმა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შეფერხების მიუხედავად, ფერმერები დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფრის დროულად დასრულებას შეძლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ამინდის პირობებმა ცვლილებები შეიტანა, ეს ფერმერებში სერიოზულ შეშფოთებას არ იწვევს. ხელსაყრელი ფასების ფონზე მარცვლეულის ნათესების ზრდა მიუთითებს ფერმერების სურვილზე, მოერგონ ბაზართან ადაპტაციას და მაქსიმალური სარგებელი მიიღონ 2025 წლის სასოფლო-სამეურნეო სეზონიდან.