
სოციალური ქსელების სომხურ და ქართულ სეგმენტებში მწვავედ განიხილება სომხეთი-საქართველოს ფეხბურთის მატჩის დროს სომხეთში ქართული ნომრების მოპარვის შესახებ ამბები. მომხდარს სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.
ცნობილმა სომეხმა ჟურნალისტმა გოჰარ ჰაირაპეტიანმა 20 მარტს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა სომხეთში სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების ფეხბურთის მატჩის დროს ქართული ნომრების მოპარვის შესახებ. მან სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კომენტარებს წაიკითხა და აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სომხეთის იმიჯს.
„სოციალური მედიის ქართული სეგმენტი აქტიურად ავრცელებს და განიხილავს, რომ სომხეთ-საქართველოს მატჩის საყურებლად ერევანში ჩამოსული ქართველი ფეხბურთის გულშემატკივრების მანქანების სანომრე ნიშნები მოიპარეს და სანაცვლოდ ფული მოითხოვეს. ეს ეროვნული ღირსების, რეპუტაციის, იმიჯის საკითხია. პოლიცია ძალიან მკაცრად უნდა უპასუხოს ამ ფენომენს ქვემოთ ვდებ ქართულ TikTok-ზე გავრცელებული ვიდეოების შინაარსს, რომელიც თარგმნა ჩემმა ქართველმა კოლეგამ @anjella_saroyan. 24 საათიც არ გასულა, რაც ერევანში ვართ და ცხოვრებაში პირველად მესმის, რომ მანქანის ნომრები მოიპარეს და ტელეგრამის არხის მისამართი დატოვეს.დავწერეთ, ფულს ითხოვენ ჩვენი ნომრების დასაბრუნებლად, ამ ნომრების გარეშე ქვეყნიდან გასვლა არ შეგვიძლია. ჩვენ მივმართეთ პოლიციას, ეს არ მიაჩნიათ კანონის სერიოზულ დარღვევად, ჩვენ დავაგვიანეთ, შეიძლება საერთოდ არ დავბრუნდეთ… ეს რა ქვეყანაა, რა ქალაქია? პირველად მესმის მსგავსი რამ, ფულის მოსათხოვად მანქანის ნომრებს ვიპარავ, კარგი, რა თქმა უნდა, ქართულ ნომრებს იპარავენ, კარგი, სომხურს არ ეკარებიან… ეს ძალიან კარგია“.
News.am-ის ინფორმაციით, სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართული ნომრების მასობრივი ქურდობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
„ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 19 მარტიდან, ცენტრალურ ადმინისტრაციულ რაიონში ქართული სანომრე ნიშნის ქურდობის მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. „თუ არიან მოქალაქეები, რომლებიც დაშავებულნი არიან ან სანომრე ნიშნები მოიპარეს, ვთხოვთ, დაუკავშირდნენ პოლიციას“, – განაცხადა შსს-ს პრესსპიკერმა, ნარეკ სარგსიანმა „Armenpress“-თან ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ წარსულში მსგავსი რამ ხშირად ხდებოდა ჯავახელებთან, რომლებიც სომხეთში სხვადასხვა მიზეზით მიემგზავრებოდნენ. როგორც Hetq.am გვაცნობებს, სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ავტომობილების სანომრე ნიშნების ქურდობის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა 2021 წელს – 589, შემდეგ წლებში ეს რიცხვი შემცირდა, 2024 წელს – 240 შემთხვევა.ეს მხოლოდ პოლიციაში მიღებული შეტყობინებების რაოდენობაა, თუმცა არის შემთხვევები, როცა მძღოლი პოლიციას არ მიმართავს.