9 მარტს, სომხეთში „Miss Junior Armeni 2025“ სილამაზის კონკურსის პირველი ტური გაიმართა, სადაც საქართველო 12 წლის ახალქალაქელმა კაროლინა აივაზიანმა წარმოადგინა და მეორე ტურში გადავიდა.

ერევანში გამართულ „Miss Junior Armenia 2025“ კონკურსში სომხეთიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან 4-დან 21 წლამდე სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში სომეხი გოგონები მონაწილეობდნენ. წელს სილამაზის კონკურსში ახალქალაქელი სკოლის მოსწავლე, 12 წლის კაროლინა აივაზიანიც მონაწილეობს. პირველ ტურში კაროლინა 11-დან 15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში 172 ნომრით წარდგა და მეორე ტურში გადავიდა.

 

Посмотреть эту публикацию в Instagram

 

Публикация от Amaliya Ayvazyan (@makeup_prof_ayvazyan)

სილამაზის კონკურსის „Miss Junior Armenia 2025“ პირველ ტურში მონაწილეობა 1500-ზე მეტმა მონაწილემ მიიღო. ყველაზე მეტი ქულის მქონე ლამაზმანი გაიმარჯვებს კონკურსში.

კონკურსანტები პოდიუმზე სომხური ტრადიციული სამოსით (ტარაზში) გამოდიან, ასევე წარმოადგენენ ცეკვას თავიანთი ბუნებრივი სილამაზით მაკიაჟის გარეშე, შეკრული თმებით.

ამ პროექტის მიზანია სომხური ეროვნული სამოსისა და კულტურის პოპულარიზაცია.

გამარჯვებულები მიიღებენ ექსკლუზიურ პრიზებს: ლუქს კლასის მანქანები Mercedes G500 და Porsche Cayenne. გარდა ამისა, დაახლოებით 150 მონაწილე მიიღებს სრულ 7-დღიან სამგზავრო პაკეტს დუბაიში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.