სახელმწიფო შესყიდვების მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის „შავ სიაში“ 11 თებერვლის მდგომარეობით 55 კომპანია და ინდივიდუალური მეწარმეა. „თეთრ“ სიაში — 16 კომპანია. ყველა კომპანიის შემთხვევაში „შავ სიაში“ რეგისტრაციის მიზეზს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მიხედვით ვალდებულების შეუსრულებლობა და არასათანადო შესრულება წარმოადგენს.

„შავ სიაში“, procurement.gov.ge სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდის მიხედვით, 55 კომპანია მოხვდა: ღია სააქციო საზოგადოება, თანამეგობრობები და ინდივიდუალური მეწარმეები. ყველა მათგანმა გასული წლის მოგებულ ტენდერებში ან მოვალეობები არ შეასრულა, ან არასათანადოდ შეასრულა.

„შავ სიაში“ მოხვედრილი ერთ-ერთი კომპანია — კომპანია „ბლექ-სი“, რომელიც სხვადასცვა წლებში მონაწილეობდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საგზაო-სამშენებლო სამუშაოებში.

„შავ სიაში~“ შესული კომპანიები მომდევნო წლის ახალ ტენდერებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ,ხოლო იმ კომპანიების შემთხვევაში, რომლებიც სხვადასხვა თარიღით „შავ სიაში“ რამდენჯერმე იყვნენ დარეგისტრირებული, გამოთვლა ბოლო თარიღიდან დაიწყება.

„თეთრ სიაში“, იმავე გვერდის თანახმად, 16 კომპანია აღმოჩნდა. მათ შორის — კომპანია „ჯავახ ავტო გზა“.
„თეთრ სიაში“ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციური მომწოდებლების შესახებ მონაცემებია შეტანილი, რომლებიც „თეთრ სიაში“ რეგისტრაციისთის დაწესებული კანონის ნორმატიული აქტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. „თეთრ სიაში“ დარეგისტრირებული კვალიფიციური მომწოდებელი, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას კანონის ნორმატიული აქტით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით სარგებლობენ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ჯავახ ავტო გზა“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საგზაო-სამშენებლო სამუშაოების უმეტეს ნაწილს ასრულებს. ის „თეთრ სიაში“ მოხვდა მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ადგილობრივ ხელისუფლებასთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ხშირად უთანხმოება ჰქონდა, როგორც ჯავახეთის ქუჩის მოასფალტების ან აღმაშენებლის ქუჩის სახიფათო მონაკვეთის შემთხვევებში

ასევე აღვნიშნავთ, რომ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შორის უკმაყოფილება 2024 წლის ორმოების გარემონტებამ გამოიწვია. პირველ რიგში, ტენდერი მესამე ჯერზე შედგა, 2024 წლის ივნისის დასაწყისში, ხოლო ეს ნიშნავს, რომ მძღოლებს დიდი ორმოების გავლით უწევდათ მგზავრობა. მეორე, 2024 წლის ზაფხულში სამუშაოები შეჩერებული იყო. Jnews-ი ამ საკითხს 2024 წლის ოქტომბერში დაუბრუნდა, მაშინ მერიიდან გვითხრეს, რომ «რამდენიმე დღეში სამუშაოებს განაახლებენ». მუნიციპალიტეტში ორმოების რემონტი ჩატარდა თუ არა, გაურკვეველია, თუმცა ზუსტად ვიცით, რომ გზებზე მონიშვნები არ გაკეთებულა. მაშინ მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილებიდან გვაცნობეს, რომ მონიშვნებს 2025 წლის გაზაფხულზე გააკეთებენ.