წარმოშობით ახალქალაქელი მომღერალი ფლორა ბიჩახჩიანი მონაწილეობას მიიღებს ეროვნული კონკურსის „ევროვიზიისკენ“ შესარჩევ ეტაპზე, სადაც ევროვიზია 2025-ზე სომხეთის წარმომადგენელი შეირჩევა.

ევროვიზია 2025-ზე სომხეთის დელეგატის უფლებისთვის, პროექტის „ევროვიზიისკენ“ ფარგლებში, იბრძოლებენ შემდეგი მონაწილეები:

1. ანაჰიტ აკოპიანი და გასოია

2. ატენაა მანუკიან

3. სიმონ

4.არსენ გრიგორიანი და კამილი

5.მილენა მირიჯანიან

6.ჯგუფი „სევაგირი“

7.ფლორა ბიჩახჩიან

8.პაგრ

9.მელს

10.ჯგუფი „Altsight“

11.გევორგ ჰარუთუნიან

12.ანაჰიტ ადამიან

პროექტი „ევროვიზიისკენ“ წელს ახალი ფორმატით ხორციელდება. მონაწილეებმა წინასწარ შეავსეს განაცხადი და წარადგინეს საკონკურსო სიმღერა. შერჩეული 12 მონაწილე მთავარ კონცერტზე საკონკურსო სიმღერას პირდაპირ ეთერში შეასრულებს.

მთელი კონცერტის განმავლობაში მაყურებელს საშუალება ექნება SMS ხმის მიცემის საშუალებით ხმა მისცეს საყვარელ მონაწილეებს. კონცერტის ბოლოს საერთო კენჭისყრის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებული მონაწილის ვინაობა.

მთავარი კონცერტი 16 თებერვალს, 19:00 საათზე, დემირჩიანის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში გაიმართება. გამარჯვებული მონაწილე “ევროვიზიის” სიმღერის კონკურსზე სომხეთს წარადგენს, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 13-დან 17 მაისს გაიმართება.

Youtube-ზე უკვე შეგიძლიათ ყველა მონაწილის, მათ შორის ჩვენი თანამემამულე ფლორა ბიჩახჩიანის სიმღერების მოსმენა.