მეტროსადგურში ახალგაზრდა ადამიანი ლიანდაგებში ჩავარდა

მეტროსადგურში ახალგაზრდა ადამიანი ლიანდაგებში ჩავარდა

მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ახალგაზრდა ადამიანი ლიანდაგებში ჩავარდა.მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ცნობა „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სადგურიდან, სადაც მომხდარის შემსწრე ადამიანი ჰყვება, რომ გარდაცვლილს ხელი ჰკრეს. იმავე ინფორმაციას ავრცელებს სხვა მგზავრიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ლიანდაგებში მგზავრი მიზანმიმართულად ჩააგდეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

თეგები: თბილისი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე