ახალქალაქის №3 საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები გრძელდება. სამუშაოები ოქტომბრის პირველ ნახევარში დაიწყო და 2025 წლის აპრილში უნდა დასრულდეს.

მშენებლების თქმით, სამუშაოები დაახლოებით 25 დღის წინ დაიწყო.

sadik-vari2

vari-sadik3

„ახლა ვანგრევთ, ვხსნით ყველაფერს, მერე ვაკეთებთ ახალს, რომ ხარისხიანი იყოს. არავითარი სირთულე არ არის, ყველაფერი ნორმალურად არის. სულ 4 კაცი ვართ. ყველა ადგილობრივია, მხოლოდ მე ვარ ახალციხიდან“, – აკომენტარებს სამუშაოზე პასუხისმგებელი აღას გრიგორიანი.

მისი თქმით, სურთ რაც შეიძლება მალე დაასრულონ.

vari-sadik

№3 საბავშვო ბაღს შპს „ლაგი კაპიტალი“ არემონტებს, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ყველა სამუშაოსა და მომსახურების ჩათვლით 3`261`495 ლარს შეადგენს. პრეისკურანტის ღირებულება 1`775`269.93 ლარს შეადგენს. სამუშაოები უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 კალენდარულ თვეში, ანუ 2025 წლის აპრილამდე.

№3 საბავშვო ბაღის რემონტის დასაწყებად შენობა 2024 წლის 5 სექტემბრამდე უნდა დაცლილიყო, თუმცა რემონტი მხოლოდ ოქტომბერში დაიწყო.

vari-sadik2

შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ქალაქში 3 საბავშვო ბაღის კაპიტალური რემონტი დაიწყო, ხოლო ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ახალქალაქში კიდევ უფრო ადრე დაიწყო, ყველა სამუშაოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

ქალაქ ახალქალაქის №1 და №2 საბავშვო ბაღებს შპს “მედმშენი” არემონტებს. ტენდერი პრესიკურანტის მიხედვით გამოცხადდა, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაა 1 830 175,19 ლარი, სამუშაოს ჯამური ღირებულება 7 522 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2025 წლის თებერვლამდე უნდა დასრულდეს, თუმცა №1 საბავშვო ბაღში მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა.

№5 სკოლის (ყოფილი სკოლა-ინტერნატი) ტერიტორიაზე ახალ საბავშვო ბაღს კომპანია ”აი ქეი ბი ბილდი” 1 657 000 ლარად აშენებს. სამუშაოები 2024 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ამასობაში, ქალაქის საბავშვო ბაღის მოსწავლეები, რომელთა მშობლები მუშაობენ და ბავშვს ვერავისთან ტოვებენ, სოფლის საბავშვო ბაღებში ატარებენ