ავარია ახალქალაქი-ახალციხის გზაზე – მძღოლი დაიღუპა

ავარია ახალქალაქი-ახალციხის გზაზე – მძღოლი დაიღუპა

ახალქალაქი-ახალციხის გზაზე, ახალქალაქის შესასვლელთან, თურქული სანომრე ნიშნებით სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა და მდინარეში გადავარდა. მძღოლი გარდაიცვალა.

სატვირთო მანქანა დატვირთული იყო დაფებით. თვითმხილველების თქმით, მძღოლი კაბინაში გაჭედვის გამო გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე