ნოემბრის დასაწყისში ახალქალაქი-1 და ახალქალაქი-2 ჰესები ოფიციალურად გაიხსნა.

ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 4 წელი გაგრძელდა, მასზე დაახლოებით 26 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა. გახსნისთანავე საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ღირებულების შესახებ სერიოზული დისკუსიები დაიწყო.

ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა უფრო ძლიერი სადგურების მშენებლობაზე ძვირი დაჯდა. ამ საკითხთან დაკავშირეით JNEWS-ს საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრი „Smart Press“-ის აღმასრულებელ დირექტორს ვახტანგ მგელაძე ესაუბრა, რომელმაც პროექტის ღირებულების არარეალურობას გაუსვა ხაზი: „ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ღირებულება არაგონივრულად მაღალია“

ამ დისკუსიებისა და ჰიდროელექტროსადგურების ფასის შესახებ JNEWS-სთან კომენტარი ახალქალაქი ჰესის პროექტის მენეჯერმა ლაშა მგელაძემ გააკეთა:

„თანხა, რომელიც ახალქალაქი ჰესის გახსნის ცერემონიაზე გამოვაცხადეთ, არა მხოლოდ ჰესის მშენებლობაზე, არამედ მთელ პროექტზე დაიხარჯა. იგის “ახალქალაქი-1” და “ახალქალაქი-2” ჰესების მშენებლობასა და 10 სოციალურ პროექტს მოიცავს, რომელიც სოფელ ორჯაში, კორხსა და დილისკაში რეალიზდა.

ვიზრუნეთ სარწყავი და სასმელი წყლის სისტემაზე, 500 კვ.მ-ის სპორტული დარბაზზე, გზებზე და მრავალ სხვა პროექტზე. ჰესები “ახალქალაქი-1” და “ახალქალაქი-2″ საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით (IFC და EIB-ის გარემოსდაცვითი, სოციალური და შრომის უსაფრთხოების სტანდარტები) აშენდა. დამონტაჟდა ევროპული აღჭურვილობა, ავსტრიული წარმოების ტურბოგენერატორები და ჰიდრავლიკური პანელები. სხვა, უფრო დაბალი დონის მწარმოებლები რომ აგვერჩია, პროექტის ბიუჯეტიც გაცილებით ნაკლები იქნებოდა. თუმცა ჩვენს კომპანიას ამ სფეროში მაღალი სტანდარტები აქვს, რომლებიც წარმატებით მოვიყვანეთ სისრულეში. ჰესები საქართველოს მასშტაბით სამაგალითო პროექტებია“.

ორი ჰესის ჯამური სიმძლავრეა 9,1 მეგავატია, წლიური გამომუშავება – დაახლოებით 49 მგვტ.

JNEWS-ის კითხვაზე, რეალურად მიიღებს თუ არა ახალქალაქი ელექტროენერგიას ჰიდროელექტროსადგურებიდან, პროექტის ხელმძღვანელმა გვიპასუხა: ” “ახალქალაქი-1” და “ახალქალაქი-2” ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია სოფელ დილისკაში მდებარე 35 კვტ ქვესადგურს მიეწოდება. აღნიშნული ქვესადგური Energo Pro Georgia-ს ეკუთვნის და იგი 110 კვტ-იანი ხაზით ახალქალაქის ქვესადგურს უკავშირდება, რომელიც ასევე Energo Pro Georgia-ს ეკუთვნის და ელექტროენერგიით ახალქალაქის მუნიციპალიტეტს ამარაგებს. თქვენს კითხვაზე პასუხი დადებითია – დიახ, ახალქალაქი ჰესი ელექტროენერგიას ადგილობრივ ქვესადგურებსაც აწვდის“.

ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები ფაქტობრივად დასრულებულია. ორივე სადგური აქტიურია. 13 ოპერატიული პერსონალიდან 6 ადგილობრივია.