ფაშინიანმა ОДКБ-ს დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა

ფაშინიანმა ОДКБ-ს დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ხელი არ მოაწერა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შემდეგ დეკლარაციასა და სომხეთის დასახმარებლად ერთობლივი ზომების შესახებ დოკუმენტს. ფაშინიანის თქმით, აღნიშნული პროექტები „საკმარისად დამუშავებული არ არის და არსებული სახით, მზად არ არის, ამ დოკუმენტებს ხელი მოაწეროს“.

პრემიერმა ხელმოწერაზე უარიც განმარტა და აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა მკაფიო პოლიტიკური შეფასება არ მისცეს აზერბაიჯანის „აგრესიას“.

მოგვიანებით, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერი ერევანსა და ბაქოს შორის კონფლიქტის დარეგულირებისთვის ორგანიზაციის მუშაობის „ფიასკოდ“ წარმოჩენისკენ არის მიდრეკილი.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი ერევანში 23 ნოემბერს გაიმართა.

თეგები: სომხეთი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე