რა შეზღუდვები მოიხსნება საქართველოში 15 მარტიდან

რა შეზღუდვები მოიხსნება საქართველოში 15 მარტიდან

სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით განაახლებენ.

ასევე, ხვალიდან, 15 მარტიდან სასწავლო პროცესი აუდიტორიებში აღდგება. განახლდება სასკოლო წრეები.

თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან;

ამასთან, ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე