“ქართული ოცნება” პრემიერ-მინისტრის შეცვლას არ ისახავს მიზნად

“ქართული ოცნება” პრემიერ-მინისტრის შეცვლას არ ისახავს მიზნად

ირაკლი კობახიძის განცხადებით „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად უკვე დაასახელა მთავრობის მოქმედი მეთაური, გიორგი გახარია.

გარკვეული კონსულტაციები გვექნება, მაგრამ პირველ რიგში დაველოდოთ ინფორმაციას გიორგი გახარიას მხრიდან, რომელიც ჩამოაყალიბებს მთავრობის შემადგენლობას, – განაცხადა „ღია ეთერში“ კობახიძემ.

„ჩვენ უკვე დავასახელეთ მომავალ პრემიერად, მოქმედი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია. სავარაუდოდ, ზეგ ის ოფიციალურად იქნება წარდგენილი, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, ეს არის პირველ რიგში პრემიერ-მინისტრის მიერ გადასწყვეტი საკითხი. რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეული კონსულტაციები გვექნება, მაგრამ პირველ რიგში დაველოდოთ ინფორმაციას გიორგი გახარიას მხრიდან, რომელიც ჩამოაყალიბებს მთავრობის შემადგენლობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თეგები: თბილისი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე