ენერგოდისტრიბუციის კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, დღეს, 28 ოქტომბერს, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე ინტერვალით, გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელს დენი გაეთიშება. ელექტრომომარაგება შეუწყდება ახალქალაქის სოფლებს: ჩუნჩხას, დილისკას, პტენას და ცეტკინის ქუჩა ახალქალაქში.

ასევე, 13:30 საათიდან 18:30 საათამდე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩება. ესენია: სათა, დიდი გონდურა, პატარა გონდურა, კატნატუ და მიმდებარე სოფლები

აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ განახლდება.