ჯავახეთში SJGC გაზგამანაწილებელმა კომპანიამ კონტროლიორების მიერ ამოწერილ მონაცემებს ამოწმებს, რითაც მან ქვითრების დაგვიანება ახსნეს.

ამ თვეში ჯავახეთის SJGC გაზგამანაწილებელ კომპანიას აპრილის თვეში გამოყენებული ბუნებრივი აირის ქვითრები ჯერ კიდევ არ დაურიგებია, რამაც ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში სხვადასხვა ვარაუდი გამოიწვია. აქამდე ქვითრებს ყოველი მომდევნო თვის 10 რიცვამდე არიგებდნენ. რადგან აპრილის თვე- მეორე თვეა, როდესაც ბუნებრივი აირის გადასახადი უფინანსდება იმ აბონენტების, რომლებიც 200 კუბამეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, მოსახლეობაში გაჩნდა მოსაზრება, რომ მრიცხველის მაჩვენებლები იცვლება და მათი ფალსიფიცირება მიმდინარეობს. მრიცხველების ხელმეორედ შემოწმებამ მოსახლეობაში გამოიწვია მოსაზრება, რომ მონაცემები ხელმეორედ იწერება, რათა მაჩვენებელი ერთი თვის გადასახადზე უფრო მეტი აისახოს.

ასევე Jnews-მა ბევრი წერილი და შეკითხვა მიიღო, სადაც მკითხველებს ქვითრების დაგვიანების მიზეზის გარკვევა სურთ.

ჯავახეთის SJGC გაზგანაწილებელ კომპანიაში თქვეს, რომ მიმდინარეობს მოსახლეობის მრიცხველების მაჩვენებლების შემოწმების ხელმეორე პროცესი. ისინი კონტროლიორებს ამოწმებენ, სწორად ჩაწერეს თუ არა მრიცხველების მაჩვენებლები. თუმცა SJGC-ში ამტკიცებენ, რომ ახალი მაჩვენებლები თვიურ დანახარჯზე არ აღირიცხება და აბონენტების დღიური საშუალო დანახარჯი მოწმდება.

“ამ თვეში აბონენტებს ქვითრებს დაგვიანებით დაურიგებენ, რადგან სამინისტრომ მოითხოვა ქვითრები, ჩვენ ვამოწმებთ, რათა შეცდომები არ იყოს დაშვებული. საჭიროების შემთხვევაში, მესამედაც შევამოწმებთ”,- თქვეს გაზგამანაწილებელი კომპანიიდან.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში შექმნილი ვითარების გამო სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება მარტის, აპრილისა და მაისის თვეების კომუნალური გადასახადები დაუფაროს იმ აბონენტებს, ვინც 200 კუბამეტრამდე ბუნებრივ აირსა და 200 კილოვატამდე ელექტოენერგიას მოიხმარს, ასევე დაიფარება ამავე აბონენტების წყლისა და დასუფთავების მომსახურების დანახარჯი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით, მარტის თვეში 4015 აბონენტმა ისარგებლა, ხოლო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში-2820 აბონენტმა. გაზგამანაწილებელ კომპანია SJGC-ში, დაახლოებითი მონაცემებით, ჯამში 17000 აბონენტზე ოდნავ მეტია ფიქსირებული.