უკვე ორი დღეა ახალქალაქის მერია ტანსაცმლის ბაზრობის მუშაკებისგან განცხადებებს ღებულობს, რათა საქართველოს ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სოციალური დახმარების სახით, 300 ლარის ოდენობის ერთჯერადი კომპენსაცია მიიღონ.
დღეს მეორე დღეა, რაც ქალაქის ტანსაცმლის ბაზრობის გამყიდველები მერიას მიმართავენ, სადაც კანცელარიაში შეაქვთ განცხადება მერის სახელზე და ID ბარათი (პირადობა). ისინი ითხოვენ ცნობას, რომელიც დაამტკიცებს, რომ კორონავირუსის პანდემიამდე ისინი ახალქალაქში ტანსაცმლის ბაზრობაზე მუშაობდნენ. ეს ცნობა რეგისტრაციის დროს, სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მიღებისათვის არის საჭირო. თუმცა, ჯერჯერობით უცნობი რჩება, თუ როდის წარადგენს მერია ცნობებს. მერის მოადგილის არმენ მარანგოზიანის თქმით, გუშინ მერიას დაახლოებით 10 ადამიანმა მიმართა. თუმცა ბევრმა ერთმანეთისგან შეიტყო და განცხადებები დღეს შემოიტანეს.
ტანსაცმლის ბაზრობის ყოფილი დამქირავებლებისაგან მერიამ მუშაკების მონაცემები მოითხოვა, რადგან 2017 წლის დასასრულიდან, ახალქალაქის ტანსაცმლის ბაზრობას ადმინისტრაცია არ გააჩნია. გამყიდველები სავაჭრო ადგილისათვის გადასახადს არ იხდიან და შესაბამისად ვაჭრების რეგისტრირება არ მიმდინარეობს. ყოფილმა დამქირავებლებმა წარადგინეს სარეგისტრაციო ჟურნალი, რომელიც ასევე 2017 წელს მოიცავს.
მას შემდეგ, რაც მერია ცნობას გასცემს, გამყიდველებმა ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე ელექტრონული ფორმა უნდა შეავსონ www.moh.gov.ge (დააჭირეთ ბმულს) არაუგვიანეს 1 ივლისისა. ამ ფორმაში ყველამ უნდა მიუთითოს:
– სახელი, გვარი, პორადი ნომერი
– საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი მისამართი და ტელეფონის ნომერი)
– საბანკო რეკვიზიტები
– საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე შემოსავლის წყაროს შესახებ ინფორმაცია.
ასეთი ინფორმაცია შეიძლება იყოს ცნობა მერიიდან, რადგან ტანსაცმლის ბაზრობას ხელმძღვანელი არ ჰყავს. ცნობა იქნება იმის შასახებ, რომ აღნიშნული პირი 2020 წლის პირველ კვარტალში ბაზრის ტერიტორიაზე ვაჭრობდა.
განაცხადის შევსების შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში სპეციაური კომისია თითოეულ საქმეს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას დასაქმების სააგენტოს გადასცემს, რომელიც 10 დღის განმავლობაში კომპენსაციის გაცემაზე იზრუნებს.