მოკრივემ ჯავახეთიდან, ოთარ ერანოსიანმა პროფესიონალურ რინგზე მესამე გამარჯვება მოიპოვა.

დღეს, 24 ოქტომბერს, დილით ადრე, კისიმში (ფლორიდას შტატი, აშშ) Osceola Heritage Park -ის სპორტულ პავილიონში პროფესიონალურ რინგზე ოთარ ერანოსიანსა და 36 წლის არგენტინელ მოკრივე ემილიანო მარტინ გარსიასთან პროფესიონალური კრივი შედგა.

ერანოსიანმა მოწინააღმდეგე მე-4 რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

ეს მისი მესამე გამარჯვებაა პროფესიონალურ რინგზე.

haghtanak Otar eranosyam

ოთარ ერანოსიანი პროფესიონალურ რინგზე პირველ ნაბიჯებს დგამს და დღეემდე სულ 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული. პროფესიონალურ რინგზე მისი დებიუტი 29 აგვისტოს გაიმართა. მან აშშ-დან 21 წლის დე შონ კენედი დაამარცხა მსუბუქ წონით კატეგორიაში (57,153 კგ) კისიმში, ფლორიდა, აშშ, Osceola Heritage Park -ის სპორტული პავილიონის პროფესიონალური რინგის საღამოზე, ახალგაზრდა მოწინააღმდეგე მე-2 რაუნდში დაამარცხა.

მეორე შეხვერდა 22 დღის წინ, 2 ოქტომბერს შედგა და კვლავ ერანოსიანის გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვება შემდეგი ქულებით მოიპოვა: 58:53, 58:54, 58:53. მოწინააღმდეგე იყო პუერტორიკელი, 23 წლის ლიუს ვალენტინ პორტალატი 61,2 კგ წონით კატეგორიაში.

კრივის შემდეგ მან განაცხადა: “ამ გამარჯვებას ყარაბღში მებრძოლ ჩვენს სომეხ მეომრებს ვუძღვნი. მინდა, რომ ყოველმა თურქმა სომეხ ჯარისკაცთან მუხლი მოიდრიკოს”, – თქვა ოთარ ერანოსიანმა.

კრივის შემდეგ ჯავახელი სპორტსმენი სიტყვით გამოვიდა:

“ჩემი მოწინააღმდეგე გამოცდილი და ძალიან ძლიერი იყო. მაგრამ მე ჩემს მწვრთნელ თემურ იბრაგიმოვთან ერთად მისი ტაქტიკა დეტალურად შევისწავლე, ჩვენ მოვახერხეთ ბრძოლის ჩვენთვის საჭირო მიმართულებით შებრუნება. მე ყველაფერი კარგად გამომდიოდა, ყველაფერი, რაზეც ჩვენ მეცადინეობებზე ვმუშაობდით. თავიდან მე არგენტილენთან ბრძოლა მე-2-3 რაუნდებში, ორჯერ ნოკაუტით დავასრულე, ხოლო მე-4 რაუნდში, რეფერიმ ბრძოლა შეაჩერა. მე კმაყოფილი ვარ ჩემი გამოსვლით, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩემპიონთა ზონაში მოხვედრა მინდა.

მუდამ მხარში ვუდგავარ სომხეთს, ბედნიერი ვარ და ვამაყობ ჩემი გვარით, მუდამ მზად ვარ ჩემი ერი გამარჯვებით გავახარო, ყარაბაღში მებრძოლ ჩვენს მეომრებს ცალსახად გამარჯვებას ვუსურვებ.

რინგზე საქართველოს სახელით გავედი და მინდა ჩემი გამარჯვება დავით წიკლაურის ხელმძღვანელობით საქართველოს კრივის ფედერაციას და მის მთლიან პერსონალს მივუძღვნა.  დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ქართველი მეგობრებიც კმაყოფილნი არიან ჩემი გამარჯვებით”, – თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ოთარ ერანოსიანი  ამერიკულ კლუბს – Warriors promotion WARRIORS GYM-ს წარმოადგენს.