ერევანი 2022 წლის ევროპის ჩემპიონატი იმართება კრივში უფროსებისთვის. საქართველოდან ევროპის ჩემპიონატში ქვეყნის ეროვნული ნაკრების 10 მოკრივე სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის ახალქალაქი არტიუშ გომციანი, რომელიც 60 კგ წონის კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს.
22 მაისიდან 31 მაისამდე ერევანი კრივში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც უძლიერესი მოკრივეების ტიტულისთვის 39 ქვეყნის 200-ზე მეტი სპორტსმენი იბრძოლებს. სომხეთმა 13-ვე წონით კატეგორიაში სპორტსმენები წარადგინა, საქართველო კი 10 კატეგორიაში გამოვა.
ახალქალაქელი არტიუშ გომციანი ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას 25 მაისს იტალიელ მოკრივე გლანლუკა რუსოსთან ერთად დაიწყებს. გამარჯვების შემთხვევაში 27 მაისს მეოთხედფინალში იასპარეზებს. ნახევარფინალი 29 მაისს გაიმართება, გადამწყვეტი ბრძოლა კი 30 მაისს იქნება.