Armenian      Russian

ბოლო დღის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 150 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 248 გამოჯანმრთელდა, 2 პაციენტი გარდაიცვალა, – იტყობინება სომხური მედია ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ცენტრის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის 1 COVID-19 – ით გარდაიცვალა, ხოლო კიდევ ერთი პაციენტის გარდაცვალების მიზეზი სხვა დაავადება გახდა.

15 აგვისტოს მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 46 119 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 41 941 პაციენტი.

საერთო ჯამში, სომხეთში კორონავირუსით გარდაიცვალა 1,203 პაციენტი. 283 მათგანი გარდაიცვალა სხვადასხვა დაავადებებით.