Armenian      Russian

სათამაშო ბიზნესიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შემოსავლები, 2017-2019 წლის მონაცემებით, გაიზარდა. შემოსავლების ზრდა გამოწვეულია არა გადასახადების ზრდით, არამედ სათამაშო ბიზნეს- ობიექტების რაოდენობის ცვლილებით.

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 2017 წელს, სათამაშო ბიზნესიდან საგადასახადო შემოსავლების ფორმით 396 800 ლარი მიიღო, 2018 წელს შემოსავლებმა 693 500 ლარს მიაღწია, ხოლო 2019 წელს – 948 600 ლარს. 2017 და 2019 წლის მონაცემებით შემოსავლების შედარებისას 140 %-მდე ზრდა აღინიშნება.

ახალქალაქში სათამაშო ბიზნესზე გადასახადების დაწესების ცვლილებები 2017 წელს განხორციელდა.

ამ ცვლილებების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ

შემდეგ ბმულზე

ასევე

შემოსავლით კაზინოში, ან ახალქალაქში აზარტული თამაშების სეზონის პიკი

ლას-ვეგასი ახალქალაქურად

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, აზარტი და შედეგები