საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობის სპეციალური ვებ-გვერდის stopcov.ge-ის ინფორმაციის თანახმად, ინფივირებულთა საერთო რაოდენობა 1 177 შეადგენს.

ამასთანავე, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საავადმოყოფოდან გაწერილია 8 პაციენტი. ხოლო, COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 955-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტია გარდაცვლილი.

კარანტინის რეჟიმში 6 969 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –285.