Armenian      Russian

სამსარის მივიწყებული გამოქვაბულები მისი სილამაზითა და ღირებულობით უნიკალურია. ჯავახეთის ამ მიწისქვეშა სამყაროს შესახებ უამრავი ისტორია არსებობს. რას ყვებიან მის შესახებ სოფლის მცხოვრებლები, რით არის მიმზიდველი ეს ადგილი და რით აშინებს ის ხალხს?

qarandzav samasar]

პატარა სამსარი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაშორებული სოფელია. ის რაიონული ცენტრისგან 18კმ-ში, ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარესაა განლაგებული.

მოშორებით ყოფნა სამსარის მოსახლეობას ბუნებასთან კიდევ უფრო აახლოებს. სოფელში მიმავალ გზაზე ფერწერული სურათი იშლება: ხეების ნაირსახეობა, ყვავილები, სამსარის ტყეებსა და მთებში მუდმივი მსუბუქი ნიავი, ასევე ტაძრები და გამოქვაბულები, რომელიც ბუნებრივ სილამაზეშია დაფარული.

სომხები, რომელიც ახალქალაქში კარნოს პროვინციიდან 1829-1830 წლებში გადმოსახლდნენ, 1836 წელს სოფელი იხტილა სამსარი (პატარა სამსარი) დააარსეს. თავდაპირველად სამსარელები, მუდმივ საცხოვრებლად იხტილაში დასახლდნენ, შემდეგ ახლანდელ პატარა სამსარში გადასახლდნენ, რადგან მათ სოფლის სხვა მცხოვრებლებთან საყოფაცხოვრებო პრობლემები შეექმნათ.

“ჩვენ მუდამ ღრმად მორწმუნე ადამიანები ვიყავით და ყველა საეკლესიო მსახურებას ვესწრებოდით. ერთ-ერთი მსგავსი მსახურების დროს სოფელ იხტილას მცხოვრებლები ხმაურობდნენ და ჩვენ, პატარა სამსარის მოსახლეობა, გავბრაზდით და მათგან გავცალკევდით”,- ყვება სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.

სოფელი პატარა სამსარი რეგიონის სხვა სოფლებისგან განსხვავდება ლამაზი, იდუმალი, და რაღაც მხრივ, ცოტა სახიფათო გამოქვაბულებით. ერთ-ერთი გამოქვაბული სალოცავს გვაგონებს, სიღრმეში არის პატარა ქვაჯვარები, ხატები და “ბიბლია” რუსულ ენაზე. ადგილობრივი მოსახლეობა ამ ადგილს “რუსულ ტაძარს” ეძახის და მნახველებს არწმუნებენ, რომ ეს მე-11 საუკუნის ბიზანტიური ნაგებობაა.

“ჩვენ გვწამს ღმერთი, იქ ვლოცულობთ, ვანთებთ სანთელს, სამხთოს ვწირავთ. ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს. ეს ადგილი და ეს წარწერები ჯერ კიდევ შეიძლება, რომ არქეოლოგებმა შეისწავლონ. მე ვფიქრობ, ეს წარწერები არც სომხურია და არც ქართული”,- ამბობს იურა ავაქიანი.

khachqar

გამოქვაბულის კედლებზე არის წარწერები, ამოკვეთილი ქვაჯვარები და სხვა. წარწერების ნაწილი კლდეებს მოწყდა და ძირს ჩამოცვივდა, თუმცა რაღაც ნაწილი შემორჩა.

ის ნაწილი, რომელსაც სოფლის მოსახლეობა “რუსულ ტაძარს” უწოდებს, თავის დროზე რუსული გარნიზონის სამყოფელი იყო.

სოფლის მოსახლეობის მონაყოლიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გამოქვაბული ძირითადად დაცვისა და დამალვის ადგილი იყო.

“1918 წელს, როდესაც თურქები დაგვესხნენ თავს, სამი ახალგაზრდა გამოქვაბულებში, მეორე სართულზე მოძრავი ქვის უკან დაიმალა, თურქები ზარბაზნებითა და სხვა იარაღებით ესროდნენ, მაგრამ მათ არაფერი მოუვიდათ”,- ყვება იურა ავაქიანი.

სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ ქართველი ბერები მოვიდნენ სოფელში და საეკლესიო წარწერების დაზიანება სცადეს.

grutyunner

“ჩამოსულები იყვნენ მორწმუნეები, მათ წარწერების შეცვლა უნდოდათ, მაგრამ სოფლის ქალები მივიდნენ და ხელი შეუშალაეს. თუმცა, მათ შეცვალეს იმ ნაწილის წარწერა, რომელიც კლდეს მოტყდა, შემდეგ მათ მაღლა წარწერის შეცვლა უნდოდათ, მაგრამ ჩვენ დავუშალეთ”,- ამბობს სოფელ სამსარის ერთ-ერთი მცხოვრები.

გამოქვაბულის შიდა გასასვლელები ჯერ კიდევ ადგილზეა, მაგრამ უმეტესობა ჩახერგილია ქვით, შესაბამისად სოფლის მოსახლეობა ამ გვირაბებში სიარულს არავის ურჩევს.

qarandzav

სამსარის გამოქვაბულებს მნახველი იშვიათად ჰყავს, ტურისტებისთვის ეს ადგილები ნაკლებად ცნობილია, მაგრამ ახალქალაქის თითქმის ყველა სოფელმა იცის ამ მნიშვნელოვანი ადგილის შესახებ.