სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, „კოვიდ 19″-ით ინფიცირების 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხეთში „კოვიდ 19″-ს ათი ადამიანი ემსხვერპლა, საერთო ჯამში კი, კორონავირუსით ქვეყანაში 641 ადამიანი დაიღუპა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, სომხეთში კორონავირუსული ინფექცია 34 877 პირს დაუდგინდა, 23 000-ზე მეტი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.