Armenian      Russian

ამ დღეებში საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა საქართველოს მოქალაქეებს, ვინც COVID-19-ის გამო საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე წასვლა ვერ მოახერხა, ერთჯერადი კომპენსაცია გადაუხადოს. დადგენილია 300 ლარს ოდენობის კომპენსაცია, თუმცა საკითხავია, თუ შეიძლება ეს თანხა გაძვირებული ცხოვრების პირობებში კომპენსაციად მივიჩნიოთ?

გასტარბაიტერები კომპენსაციას მიიღებენ

საიდუმლო არ არის ის, რომ ჯავახეთი საზღვარგარეთ ნამუშევარი სახსრებით ცხოვრობს. მამაკაცების დიდი ნაწილი ყოველ წელს მარტის თვიდან სეზონურ სამუშაოებზე ძირითადად რუსეთში და დსთ-ს სხვა ქვეყნებში მიდის და სახლში წლის ბოლოს, ნოემბერში ან დეკემბერში ბრუნდება. ამ პერიოდში ისინი საქართველოში მყოფ ოჯახებს მრავარიცხოვან ფულად გზავნილებს უგზავნიან, რეგიონში ცხოვრების ბრუნი ძირითადად ამ თანხით ხდება. წელს ფინანსური გადარიცხვები მრავალჯერ შემცირებულია, მიზეზი- COVID-19 ვირუსის გავრცელება, გადაადგილების შეზღუდვა და დაკეტილი საზღვრებია.

უმუშევრობა ქალაქებში მეტად შეიგრძნება

თავდაპირველად დაკეტილი საზღვრების ფაქტმა პანიკა განსაკუთრებით ქალაქის მოსახლეობაში გამოიწვია. სოფლის მოსახლეობას არსებობა მიწისა და საქონლის დახმარებით შეუძლია, ქალაქის მოსახლეობას ეს შესაძლებლობებიც არ აქვს.

«მე ქალაქში ვცხოვრობ და ყოველ წელს სამუშაოდ რუსეთში დავდივარ. წელს ეს შეუძლებელია. არც მიწა მაქვს და არც საქონელი. ამ დროის განმავლობაში სახელმწიფოსგან დახმარების სახით არაფერი არ მიმიღია. ეს 300 ლარი- რუსეთში ერთი კვირის ან უფრო ნაკლები დროის სამუშაოს ანაზღაურებაა. პრობლემას ეს ვერ მოაგვარებს, მაგრამ რაღაცაში მაინც შემომეშველება. ადგილზე სამუშაოს ნახვა ძალიან რთულია. ჩვენ ასფალტის დაგება შეგვიძლია. აქ კი, ადგილზე, სხვა რეგიონებიდან ჩამოსულები მუშაობენ. ჩვენთვის სამუშაო არ არის»,- ამბობს ახალქალაქის მცხოვრები, რომელიც Jnews-ის ოფისში იმის გასარკვევად იყო მოსული, თუ კომპენსაციის მისაღებად როგორ და სად უნდა დარეგისტრირდეს.

კომპენსაციას ყველა «ხოფანჩი» არ მიიღებს

საიდუმლო ისიც არ არის, რომ ჯავახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი, რუსეთში თავისუფლად გადასვლის მიზნით, იძულებული იყო მიეღო სომხეთის ან რუსეთის მოქალაქეობა, რადგან საქართველოს რუსეთთან რთული ურთიოერთობა აქვს, და რუსეთის მხრიდან სავიზო მიმოსვლა მოქმედებს. რასაკვირველია, კომპენსაციის მიღება შეუძლიათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც საზღვარი გადაკვეთეს. ამიტომ ჯავახეთის მოსახლეობა, ვინც სომხური ან რუსული პასპორტით გადაკვეთა საზღვარი, კომპენსაციის მიღებას ვერ შეძლებს.

«მე კომპენსაციის მიღებას ვერ მოვახერხებ, რადგან საქართველო-რუსეთის საზღვარი სომხეთის პასპორტით გადავკვეთე. ამის მიზეზი- ვიზის მიღებასთან დაკავშირებული სირთულეებია, უფრო რთული და ძვირი ჯდება რუსეთში სამუშაო ვიზის მიღება. ამიტომ ცხოვრების გამარტივების მისნით სომხეთის მოქალაქეობა ავიღე»,- ამბობს ახალქალაქის მცხოვრები.

ადგილზე მიღებული გასამრჯელო საზღვარგარეთის გასამრჯელოს ვერ ანაცვლებს

ასაკოვანი მამაკაცი, რომელსაც ჩვენ ქუჩაში ვესაუბრეთ, ამტკიცებს, რომ ახალ პირობებში ადგილზე მუშაობითაც ძალიან რთულია ირჩინო თავი.

«გასულ წელს საზღვარგარეთ ვიმუშავე, წელს ადგილზე დავიწყე მუშაობა. თუკი სახელმწიფო კომპენსირებას იძლევა- ეს თანხა 5000 ლარი უნდა იყოს. თუკი უფრო ცოტაა, რამდენსაც მოგვცემს, ეგაც კარგი იქნება. ჩემი შვილი წელს საზღვარგარეთ სამუშაოდ ვერ წავიდა. მე ავად ვარ, რძალი ავად მყავს, ოჯახში 4-ნი ვართ, ვმუშაობ და პენსიასაც ვღებულობ. საარსებოდ არ გვყოფნის»,- ამბობს ის.

სოფელ ბოზალის მოსახლეობა ამბობს, რომ კომპენსაცია ზარალთან უთანხმოებაშია დადგენილი.

«კარგი იქნება, თუკი მოსავალი დაფარავს იმას, რასაც მიწის დამუშავებაში დავხარჯავთ. რა თქმა უნდა, 300 ლარი პრობლემებს ვერ გადაწყვეტს, მაგრამ რაღაც საკითხების მოგვარება შეიძლება»,- ამბობს ბოზალის მცხოვრები.

«კომპენსაცია ჩვენს იქაურ გასამრჯელოს ვერ შეედრება. მე იქ თვეში 1000 დოლარზე მეტს ვღებულობდი. ხანდახან 1200-1300 დოლარსაც კი. მე მძღოლი ვარ. წელს სახლში ვარ. მიწა დავამუშავეთ, კარტოფილი დავთესეთ. სეტყვამ მოსავალი მიწასთან გაასწორა»,- ამბობს სოფელ ბოზალის სხვა მცხოვრები.

ნებისმიერი კომპენსაცია დახმარებაა

ბევრისთვის 300 ლარიც დახმარებაა, რადგან სამუშაო არ არის: «მართალია, ჩვენ საზღვარგარეთ მივდივართ, მაგრამ წელს წასვლა ვერ მოხერხდა. კომპენსაცია თუ ბევრი იქნება, კარგი იქნება. კარგია, თუ თვეში 300 ლარს მოგვეცემენ. სიგარეტის ფულს მაინც თუ მოგვცემენ, მოხარულები ვიქნებით. თუმცა, ნებისმიერი კომპენსაციის მოხარულები ვიქნებით».

მერიამ კომპენსაციის შესახებ არ იცის

ახალქალაქის მერის მოადგილემ არმენ მარანგოზიანმა Jnews.ge-ის ჟურნალისტებთან სააუბარში დააზუსტა, თუ როდის გაკეთდა განცხადება კომპენსაციის შესახებ. ის ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არავითარი მითითება არ მიუღიათ.

«თითოეულს 4 პასპორტი აქვს. გაურკვეველია, თუ ვინ, საიდან და როგორ მიდის სამუშაოდ. ყველა პროგრამა, ყველა პროექტი, რასაც პრემიერ-მინისტრი ან მისი აპარატი აცხადებს, საწყის გამოთვლებზე კეთდება. ტიკარაძე, რომელიც ასევე შრომის მინისტრია, მათ იციან, თუ საქართველოში რამდენი მუშაობს და რამდენია უმუშევარი. მათ ეს მონაცემები აქვთ. მაგრამ არ ვიცი, აქვთ თუ არა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ადამინების მონაცემები. ჯერჯერობით ამის შესახებ არ ვიცი, არავითარი მითითება არ ყოფილა. შესაძლებელია, ამ დღეებში იყოს მითითება და ჩვენ ამ მიმართულებით დავიწყოთ მუშაობა»,- ამბობს არმენ მარანგოზიანი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომელბიც საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე გადიოდნენ, მაგრამ კორონავირუსის ეპიდემიის გამო წელს ვერ მოახერხეს წასვლა, სახელმწიფოსგან 300 ლარის ოდენობის ერთჯერად ფულად კომპენსაციას მიიღებენ, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

29 ივნისის მონაცემებით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით დარეგისტრირებული იყო 156 186 კომპენაციის მიმღები. 104 547 თვითდასაქმებულმა პირმა მიიღო 300 ლარის ოდენობის კომპენსაცია. სულ გადარიცხულია 31 364 100 ლარი.