7 მაისიდან „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ დაიწყო პროექტი „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ყველა ენაზე“. პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილია COVID 19-ის შესახებ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობის გაზრდა და პანდემიასთან დაკავშირებული ინფორმაციის მშობლიურ ენაზე ხელმისაწვდომობა.

პანდემიის ფონზე გამოიკვეთა ეთნიკური უმცირესობებების შემაფერხებელი ბარიერები ვირუსის წინააღდეგ ბრძოლაში. პრობლემურია ერთი მხრივ ენობრივი ბარიერიდან გამომდინარე ინფორმაციასთან წვდომა, ხოლო მეორე მხრივ მნიშნელოვან დაბრკოლებად რჩება ფართო მასებში გავრცელებული დეზინფორმაციები
ონლაინ სივრცეში.

საქართველოში COVID-19 ვირუსის გავრცელების რისკების პრევენციისა და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით კი მეტად მნიშნელოვანია ინფორმაციის გავრცელება ეთნიკური უმცირესობების ენებზე.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში თითოეული რეგიონის ეთნიკური უმცირესობისთვის
შეიქმნა ყველასთვის ხელმისაწვდომი 5 Facebook გვერდი- (აზერბაიჯანული, სომხური, ოსური, აფხაზური, რუსული).

პროექტი ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით სამოქალაქო მოძრაობა “შენ მოქმედის” გრანტის ფარგლებში. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ პროექტის ფარგლებში მომზადებული მასალა და მასში გამოხატული მოსაზრებები, შესაძლოა არ წარმოადგენდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.