პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პირბადის ტარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით, საჯარიმო სახდელი უნდა იყოს იმდენი, რომ ის მიზანს აღწევდეს და ამავე დროს არ იყოს იმდენად დიდი, რომ ტვირთად აწვებოდეს მოქალაქეს.

„ეს ეხება მოსახლეობის უდიდეს ნაწილს და ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხშირად, მოქალაქე არის დაბალი შემოსავლის, შესაძლოა, ეს მისთვის გარკვეული ფინასური ტვირთი იყოს. ამიტომ მიზნის მისაღწევად საკმარისია, განვიხილოთ 20-ლარიანი ჯარიმა და მძიმე ტვირთი არ დავუწესოთ, როცა შეიძლება შემთხვევით ვიღაცას დაავიწყდეს ნიღბის გაკეთება“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ამიტომ, ვინაიდან ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმესთვის ფულადი სანქციის დაკისრება და ვინმეს დასჯა, არამედ პირიქით, ზრუნვა ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე, მე ვიზიარებ, ისევე როგორც ჩვენი გუნდის უმრავლესობა, იმ პათოსს, რომ არ იყოს ფიზიკური პირებისთვის 50-ლარიანი ჯარიმა პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დახურულ სივრცეში, არამედ შევამციროთ კიდევ და ამისთვის 20 ლარი იყოს განსაზღვრული“,- განაცხადა ოხანაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით მიზანშეწონილია აღნიშნული საკითხი მხოლოდ ერთმა წამყვანმა კომიტეტმა განიხილოს. ის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე აღნიშნული საკითხის განხილვისას ყველა დაინტერესებულ პირს იწვევს.