Armenian      Russian

უკვე მესამე დღეა, რაც საქართველოს ხელისუფლების «სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების» სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ფერმერები, ვისაც 0,25ჰა-დან 10ჰა-მდე მიწა აქვთ რეგისტრირებული, სახელმწიფოსგან სასუქებისა და სხვა საშუალებების საყიდლად სუბსიდიას მიიღებენ, ასევე გაიცემა სუბსიდიები ხვნა-თესვის გადასახადებისთვის. აგრო-ბარათების მონაცემები, სადაც აღნიშნული სუბსიდიები უნდა გადაირიცხოს, ჯერჯერობით დაზუსტების პროცესშია.

როგორც «ლიბერთი» ბანკიდან გვატყობინებენ, აგრო-ბარათების მონაცემები ეტაპობრივად უნდა განახლდეს. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილე ფერმერს აგრო-ბარათის გაცემის ვადის შემოწმება myliberty.ge ვებ-გვედზე შეუძლია.
საკუთარი მონაცემების გადასამოწმებლად ფერმერმა, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, პირადი ნომერი უნდა მიუთითოს.

დღესდღეობით, დაახლოებით 20 ადამიანის მონაცემების შემოწმების შედეგად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან ფერმერები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ აღნიშნული პროგრამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ და 0,25ჰა მიწაზე მეტი აქვთ რეგისტრირებული, Jnews-ი დარწმუნდა, რომ ვებ-გვერდზე მონაცემები ჯერჯერობით არ აისახა. თუმცა, ბანკის მიერ მოწოდბული ინფორმაციიდან გამომდინარე, აღნიშნული მონაცემები განახლდება და ხალხი მალე მიიღებს პასუხებს, თუ როდის მიმართონ აგრო-ბარათის ასაღებად.

ახალქალაქში ბანკის ბევრი მომხმარებელი, რომელმაც ბანკში შესვლა ვერ მოახერხა, უბრალე გაბრუნდა და ეგონა, რომ აღნიშნული პროგრამა ჯერ არ ამოქმედებულა, რადგან მათ უთხრეს, რომ ჯერჯერობით აგრო-ბარათები არ გაიცემა. მათ იფიქრეს, რომ განახლებული პროგრამა არ მოქმედებს. თუმცა, ფერმერებმა, ვიც დარწმუნებულნი არ არიან, მოხვდნენ თუ არა პროგრამაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნომერზე 1501 უნდა დარეკონ და გადაამოწმონ, რათა დარწმუნდნენ, რომ პროგრამაში ნამდვილად ჩაერთვნენ. მოგვიანებით კი პერიოდულად უნდა გადაამოწმონ, თუ როდის უნდა მიმართონ აგრო-ბარათებისთვის «ლიბერთი» ბანკს.

1ჰა მიწისათვის გათვალისწინებულია 200 ქულა, რაც 200 ლარს გულისხმობს. თუ ფერმერს დარეგისტრირებული აქვს 0,25ჰა, მაშინ ბარათზე 50 ქულა დაირიცხება, 0,50ჰა-ს შემთხვევაში 100 ქულა (ლარი), და ა.შ.

ასევე აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ფერმერები საწვავზე საშეღავათო ტალონების მიღებას შეძლებენ.

სად და როგორ შეძლებენ ფერმერები საწვავზე საშეღავათო ტალონის მიღებას ახალქალაქში