დასრულდა 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია. დაახლოებით 39 000 აბიტურიენტი დარეგისტრირდა, – იტყობინება გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი.

“დარეგისტრირებულთა რაოდენობა: აბიტურიენტები – დაახლოებით 39 000; სტუდენტი – დაახლოებით 3 600; კანდიდატები და მაგისტრები – დაახლოებით 12 600; მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები – დაახლოებით 19 600 ადამიანი”, – აღნიშნულია ცენტრის ინფორმაციაში.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღის შეცვლაზე, ამ ეტაპზე საუბარი არ არის. როგორც წესი გამოცდები ტარდება ივლისში, უფრო ზუსტი თარიღი ივნისში განისაზღვრება.

ამასთანავე, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს ყურადღება გაამახვილონ იმაზე, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია წლეულს, რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.