Armenian      Russian

დღეს, დაახლოებით 15:40 საათზე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატ, ენზელ მკოიანის სახლთან სროლები იყო, თუ რა მიზეზით, ჯერჯერობით უცნობია. სიტუაციიდან გამომდინარე არ არიან დაზარალებულებიც.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. ადგილზე მუშაობენ პოლიციის თანამშრომლები. გამომდინარე იქიდან, რომ ადგილზე არც სასწრაფო დახმარების მანქანა იმყოფება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე ადამიანები შეიკრიბნენ, თუმცა დეტალებზე ჯერჯერობით არავინ საუბრობს. მომხდარის დეტალებს Jnews -ი ადგენს.