დღეს, 19 ნოემბერს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან COVID-19-ით ინფიცირების 1489 შემთხვევაა გამოვლენილი.
როგორც JNEWS-ს სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის წარმომადგენელმა, გიორგი მიქელაძემ აცნობა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 55 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთაგან 14 შემთხვევა დარეგისტრირებულია ახალციხეში, 13- ადიგენში, 3 ახალქალაქის მუნიპალიტეტში, 13- ასპინძაში, 10- ბორჯომში და 2 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.
მთლიანად რეგიონში 1460 ადამიანია თვითიზოლირებული, რომელთაგან ახალციხეში-558, ახალქალაქში-131, ბორჯომში-286, ნინოწმინდაში-72, ასპინძაში-139, ადიგენში- 274.
საკარანტინე ზონაში რჩება 272 ადამიანი, რომელთაგან 72 ახალციხეში, ხოლო 200 ბაკურიანში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ერთი ადიგენის მუნიციპალიტეტიდან, მეორე – ბორჯომიდან.
ჯამში, რეგიონში გამოჯანმრთელდა 303 ადამიანი, დაიღუპა-16.