დღეს, 19 ნოემბერს, ახალქალაქში, კაფე “გრანდ მურ”-ში გაიმართა შეხვედრა თემებზე: ქალთა უფლებები, ბავშვთა უფლებები და შრომის უსაფრთხოება. შეხვედრა ახალქალაქის განვითარების ჯგუფის (LAG)-ის ინიციატივით, UNICEF Georgia-ს და GIPA-ს მხარდაჭერით იყო ორგანიზებული.

პრეზენტაციის დროს ბავშვთა და ქალთა უფლებების საკითხები განიხილებოდა. ასევე დისკუსიის სახით მოიხსენიეს შრომის კანონი, რომელიც ყველა დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს.

იქნა განხილული კანონდარღვევები, რომლებიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ბავშვების მიმართ ხორციელდებოდა, მაგალითად, ბავშვთა შრომა კარტოფილის მოსავლის აღების დროს, რომელიც ამ პერიოდში ბავშვების განათლების წვდომას ზღუდავს.

სიტყვით გამოსვლის დროს UNICEF Georgia-ს წარმომადგენელმა ღასან ხალილმა აღნიშნა, რომ ის მუდამ ახალქალაქის კარტოფილს ყიდულობს, რადგან ძალიან გემრიელია და იმედოვნებს, რომ ამ კარტოფილის თესვისა და კრეფისას ბავშვთა შრომას არ იყენებენ.

1

შეხვედრას ესწრებოდნენ UNICEF Georgia-ს წარმომადგენლები, სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს ადგილობრივი წარმომადგენლები, საბავშვო ბაღების, სკოლების, ასევე GIPA-სა და LAG-ის წარმომადგენლები.

2

UNICEF Georgia-ს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ხვალ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა და დამსწრე საზოგადოება, ამ დღის აღსანიშნად, ახალქალაქის პარკში დაპატიჟა.

3