კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 318 შემთხვევა, აჭარაში – 512, იმერეთში – 562, – ინფორმაციას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვემო ქართლში გამოვლინდა – 163 შემთხვევა, შიდა ქართლში – 178, გურიაში – 64, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 368, კახეთში – 85, მცხეთა-მთიანეთში – 54, სამცხე-ჯავახეთში – 106, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 33.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში ინფიცირების სულ 3 443 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს – 89 395.
„დღეის მდგომარეიბითაც ნარჩუნდება პოზიტიური დინამიკა გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 539 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 71 468-მდე. ბოლო 24 საათში დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევებიც. 37 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის თბილისში – 19 ადამიანი, აჭარაში – ცხრა, იმერეთში – ექვსი, შიდა ქართლში – ერთი, ქვემო ქართლში – ერთი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – ერთი ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირდა 815 გარდაცვალების შემთხვევა“, – აღნიშნულია საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციაში.