უსაფრთხოებისა და შიდა პოლიტიკის საკითხების ექსპერტთა ქართულმა გაერთიანებამ საქართველოში მუდმივ საფუძველზე ამერიკული ჯარის განლაგების აუცილებლობაზე განაცხადა. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო უსაფრთოების კვლევის ფონდის (ფონდი რონდელი) უფროსი სამეცნიერო თანამშრომელი გიორგი ბადრიძე, რომელიც დიდი ბრიტანეთის- გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩია, ერთ-ერთი ამ ექსპერტთაგანი გახლავთ. Jnews-ი მას საქართველოში აშშ-ს ჯარის განთავსებაზე, სარგებელსა და საფრთხეებზე, ასევე სხვა მრავლის შესახებ ესაუბრა.
– დღემდე, ეს საკითხი ექსპერტთა წრისთვის, დღის წესრიგში არ იდგა, რასთან არის დაკავშირებული ამერიკული ჯარის განთავსების აუცილებლობის შესახებ ექსპერტების მიმართვა სწორედ ახლა და ვისი ინიციატივაა ეს?
– ამ მიმართვის მიზეზი სახელმწიფო მდივნის, ბატონი პომპეოს ვიზიტი იყო, ხოლო რეალური მიზეზი არის ის, რომ აღნიშნული მიმართვის ინიციატორები განსაკუთრებულ იმედებს ვერ ამყარებენ მასზედ, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და აშშ-სთან ორმხირივ ურთიერთობებს მიზანმიმართულად შეუწყობს ხელს იმ, ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, რომელსაც ჩვენს რეგიონში ვადევნებთ თვალყურს.
– იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტი, მინიმუმ 5 წელი სამხრეთ კავკასიაში იქნება, თუ არის საფრთხე იმისა, რომ აშშ-ს ჯარის არსებობამ რეგიონი “ზესახელმწიფოების ბრძოლის ველად” აქციოს?
– სამწუხაროდ, პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის ქმედება, რომელიც რუსეთმა 95 წლის დასაწყისში უშუალოდ საქართველოს მიმართებით განახორციელა, ის აგრესიული ქმედებები, რომლებიც ნამდვილი სუვერენიტეტის შეწყვეტისა და საქართველოს წარმატებული სახელმწიფოს შენების წინააღმდეგ იყო მიმართული, ყველა ეს ქმედება იყო და გახდა შესაძლებელი იმის წყალობით, რომ რუსეთი აქ “კარტ-ბლანშს” განიცდიდა. ასეთი ფაქტორები რომ არ ყოფილიყო, ერთი მხრივ, აღმოსავლეთი ცდილობდა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებას და ძალიან ხშირად იგნორირებას უკეთებდა მის აგრესიულ ქმედებებს, მეორე მხრივ, რუსეთზე ზემოქმედების სხვა მექანიზმი არ იყო. მე ვთვლი, რომ სამხრეთ კავკასიაში ძალების ბალანსი შეიძლება იყოს მიღწეული, თუკი საქართველოსაც ეყოლება საკუთარ ტერიტორიაზე მისი პარტნიორების წარმომადგენლები. ამ ეტაპზე ეს არ არის. უფრო მეტიც, ის, როგორც რუსთი თავის მოკავშირე სომხეთს ამ კონფლიქტში, ყარაბაღის ომში მოექცა, ეს ჩვენ ყველასთვის შესაძლოა კარგი მაგალითი იყოს. საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირე საქართველოსაც უნდა ჰყავდეს.
– როგორ შეაფასებთ მთიანი ყარაბაღის გარშემო მოვლენების განვითარებას და ამ საკითხში რუსეთის მონაწილეობას?
– მე ჩემი სომეხი კოლეგებისგან კონფერენციაზე მოვისმინე, რომ რუსეთისგან ნამდვილად მეტს მოელოდნენ, რადგან რუსეთმა განაცხადა, რომ არ არის ვალდებული სომხები ოფიციალურად აღიარებული სომხეთის საზღვრებს გარეთ დაიცვას. ბევრისთვის ეს იმედგაცრუება იყო, ბევრი თვლის, რომ რუსეთმა მათ უღალატა. სხვა საქმეა, რომ ეს ნამდვილად უფლებრივი საკითხია. კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის ვალდებულებები სომხეთის ფარგლებს გარეთ არ ვრცელდება. მაგრამ ბოლო 30 წლის განმავლობაში სომხეთი რუსეთს ყველაზე ძლიერ სტრატეგიულ მოკავშირედ და დამცველად წარადგენდა. თუმცა როგორც ვხედავთ, ეს ასე არ არის. რუსეთი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა და სამშვიდობო ჯარის შეყვანა უფრო რუსეთის ინტერესების გამომხატველია, ვიდრე სომხეთისა და ყარაბაღის სომხების დაცვის მაჩვენებელი.
– რამდენად შესაძლებელია, რომ სამხრეთ კავკასია სირიად, ან ლიბიად იქცეს?
– არ არის არავითარი საფრთხე. დესტაბილიზაციის მთავარი საფრთხეა- როდესაც ძალების ბალანსი ირღვევა, როდესაც ერთი მხარე საკუთარ ქმედებებში შეუზღუდავად გრძნობს თავს. აშშ-ს სამხედროს ყოფნა შეიძლება იყოს მხოლოდ მაბალანსირებელი ფაქტორი. ჯერ რუსეთმა შეიძლება ჩათვალოს, რომ მას სამხრეთ კავკასიაში ძალოვანი ქმედებების განხორციელება, დაუსჯელად და შედეგების გარეშე შეუძლია. საკუთარი ინტერესების დასაცავად მას მუდამ ექნება ძალის გამოყენების სურვილი, და სულ მცირე, ის, რაც უკვე, საკუთარი მოკავშირეების ინტერესებს გარეთ დავინახეთ.
– თუ ძაბავს რუსი მშვიდობისმყოფელების სამხრეთ კავკასიაში ყოფნა საქართველოს, რით არის ეს გამოწვეული?
– საქართველოს საფრთხედ მიმაჩნია რუსეთის არსებობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში. ყარაბაღში რუსეთის ყოფნა საქართველოსთვის არაფერს ცვლის, ეს ყარაბაღის სომხებზე და აზერბაიჯანზე იმოქმედებს, ასევე თვითონ სომხეთზეც. რამდენად შეიძლება რუსეთის სამვიდობო ძალები სომხებისათვის ან აზერბაიჯანისათვის უსაფრთხოების გარანტები იყვნენ, არ ვიცი. საქართველოს ძალიან მწარე გამოცდილება აქვს 1993 წელს და 2008 წელს. 93 წელს რუსეთის მშვიდობისმყოფელები გაგრასთან შეთანხმების გარანტიას იძლეოდნენ, ჩვენ გაგრა დავკარგეთ, შემდეგ სოხუმთან შეთანხმების გარანტიას იძლეოდნენ, საქართველომ სოხუმი დაკარგა და ა.შ. რუსი სამშვიდობოების თანაქმედებისას ჩვენ “ეთნიკური წმენდა” მივიღეთ.
– ამერიკელი ანალიტიკოსი ლუკ კოფი გასულ წელს გვთავაზობდა ამერიკული სამხედრო ბაზის ახალქალაქში განთავსებას, რას იტყვით ამაზე, თუ იყო წამოყენებული აღნიშნული საკითხი პომპეოს მიმართვის განხილვების დროს?
– ამერიკული ჯარის საქართველოში განთავსება შეიძლება ძალიან სკრუპულოზური განხილვების და მოლაპარაკებების შედეგი გახდეს, რომლებიც მთელი საქართველოს ინტერესებს გაითვალისწინებს, მათ შორის ახალქალაქის მოსახლეობის ინტერესებსაც. პირადად მე ვფიქრობ, რომ ამერიკული ბაზის არსებობა, მაგალითად ახალქალაქის მახლობლად ან თვით ქალაქში, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტი იქნება, თუ არ გავითვალისწინეთ რუსული პროპაგანდა, რომელიც საბჭოთა დროიდან მოყოლებული აშშ-ს და ნატოს სატანად წარმოაჩენდა. მე ვთვლი, რომ ამერიკული ჯარის ყოფნა მხოლოდ მასტაბილიზირებელი ფაქტორი იქნებოდა, მათ შორის ახალქალაქისთვისაც.