საქართველოში კორონავირუსის 3 443ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 539 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი.

საქართველოში სულ კორონავირუსით ინფიცირების 89 395 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 71 468 გამოჯანმრთელდა, 815 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 370 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 763, კოვიდსასტუმროში – 3 435.