საქართველოში კორონავირუსის 3,117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში 3,638 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 24 საათში 45 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 85 952 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 68 929 გამოჯანმრთელდა და 778 – გარდაიცვალა.
კარანტინში იმყოფება 2,797 ადამიანი, 5,662 ადამიანი საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც კოვიდდ- სასტუმროებში მკურნალობენ, 3,351 ადამიანს შეადგენს.