ახალქალაქის სკოლები მოქნილ რეჟიმში მუშაობენ, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენისთანავე დისტანციურ რეჟიმზე გადადიან. დღეს შენობაში სწავლა განაახლა ქალაქის №4 და სოფელ დილისკის №1 სკოლამ. ქალაქის №1 და №2 სკოლები ჯერჯერობით ონლაინ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას.<!–more–>
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირექტორის, ტერეზა ჩივჩიანის თქმით, ზოგიერთმა სკოლამ განაახლა მუშაობა, ხოლო ზოგი დისტანციურ მეცადინეობას განაგრძობს.
“დღესდღეობით ახალქალაქში ოფიციალურად დისტანციურ რეჟიმში ქალაქის 2 სკოლა მუშაობს: №1 და №2”, – ამბობს იგი.
№4 სკოლა (დემირჩიანის სახელობის) დისტანციურ რეჟიმზე 22 ოქტომბერს გადავიდა. №3 საჯარო სკოლა (ქართული) ნახევრად დისტანციურად მუშაობს. კერძოდ, 1-ლიდან მე-4 კლასამდე მოსწავლეები სკოლაში დადიან, მე-4 კლასის ზემოთ მოსწავლეები გაკვეთილებს დისტანციურად ესწრებიან. №2 სკოლა (რუსული) მუშაობას 25 ნოემბერს განაახლებს, №1 სკოლა (თუმანიანის სახ.)- 19 ნოემბერს. სოფლის სკოლები მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობენ. 18 ოქტომბრიდან დისტაციურ რეჟიმზე გადავიდა №5 სკოლა, თუმცა 4 ნოემბრიდან ჩვეულ რეჟიმში დაიწყო მუშაობდა.
კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა დასწრების დაბალი მაჩვენებლის გამო, სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირექტორმა განაცხადა, რომ ამას საქართველოს განათლების სამინისტრო წყვეტს, ამჟამად მსგავსი ბრძანება არ მუღიათ.