საქართველოში მეორე ტური 21 ნოემბერს ჩაინიშნა. ამ დღისთვის ცესკომ რამდენიმე დღის წინ უკვე დაამტკიცა ბიუჯეტი. ამ დღის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის 8 612 110 ლარი დაიხარჯება.
თანხის ნახევარზე მეტი – 4 566 700 ლარი შრომის ანაზღაურებაა, დანარჩენი ნაწილი კი სხვა ხარჯებსა და სხვადასხვა ტიპის მომსახურების შესყიდვას მოხმარდება.
31 ოქტომბრის არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისთვის ცესკოს 42,7 მლნ ლარზე მეტი ჰქონდა გამოყოფილი. არჩევნების შედეგებს ზღვარგადალახული პარტიები გაყალბებულს უწოდებენ, არ აპირებენ მეორე ტურში მონაწილეობასა და პარლამენტში შესვლა.