ახალქალაქის წყალსადენზე მომხდარი დაზიანებების გამო, ქალაქის, რამდენიმე ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდა. აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. წყალმომარაგება 3-4 საათის შემდეგ აღდგება.
წყალსადენზე ავარია ახალქალაქის სასაფლაოსთან ახლოს მოხდა. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრი ავარიის აღმოფხვრაზე მუშაობს. ახალქალაქის სერვისცენტრის მენეჯერის, არტაკ თარლამაზიანის თქმით, ამ სამუშაოებს 3-4 საათი დასჭირდება. ავარიის შედეგების აღმოფხვრის შემდეგ ქალაქში წყალმომარაგება აღდგება.