დღეს, 15 ნოემბერს, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 1204 შემთხვევაა გამოვლენილი.

როგორც JNEWS სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გიორგი მიქელაძემ აცნობა, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 3- ასპინძაში, 1- ადიგენში, 19- ახალციხეში, 3- ბორჯომში, 12 ახალქალაქის და 5 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშია.

დღევანდელი დღის მონაცემებით მთელ რეგიონში თვითიზოლირებულია 1511 ადამიანი. 650 – ახალციხეში, 281 – ბორჯომში, 243 – ადიგენში, 151 – ასპინძაში, 101 – ახალქალაქში და 85 – ნინოწმინდაში.

საკარანტინე ზონაში იმყოფება 325 ადამიანი, რომელთაგან 77- ახალციხეში, 248 – ბაკურიანში. აღსანიშნავია, რომ სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 1204 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 204 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა – 10.