“100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესისათვის” ხელისუფლების პროექტის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტრომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში აუქციონზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 9 მიწის ნაკვეთი გაიტანა.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან 9 ობიექტი გამოიტანა, ყველა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია.
წარმოგიდგენთ ახალქალაქში ობიექტებს და მიწის ნაკვეთებს, რომლებიც სახელმწიფომ გასაყიდად გამოიტანა. აღვნიშნავთ, რომ 9 ობიექტიდან 6 მიმდინარე წლის ივლისში იყო გამოტანილი აუქციონზე, თუმცა თავდაპირველი ფასები უფრო მაღალი იყო.
1.სოფელი ხოსპიო – მიწის ნაკვეთი, ფართობი 4 646 კვ.მ – აუქციონის საწყისი ფასი-33 000 ლარი.
2.სოფელი დილისკა – მიწის ნაკვეთი, ფართობი 325 კვ.მ – აუქციონის საწყისი ფასი-3 300 ლარი.
3.სოფელი კარწახი – მიწის ნაკვეთი, ფართობი 800 კვ.მ – აუქციონის საწყისი ფასი-25 000 ლარი.
4.სოფელი ლომატურცხი – მიწის ნაკვეთი, ფართობი 10 472 კვ.მ – აუქციონის საწყისი ფასი-45 000 ლარი(ივლისში იყო 54000 ლარი).
5.სოფელი ვაჩიანი- მიწის ნაკვეთი-ფერმა, ფართობი 15 905 კვ.მ – აუქციონის საწყისი ფასი 43 500 ლარი(ივლისში იყო 52200 ლარი).
6.სოფელი გოგაშენი მიწის ნაკვეთი, ფართობი 25 056 კვ.მ – აუქციონის საწყისი ფასი 47 250 ლარი (ივლისში იყო 56700 ლარი).
7.სოფელი აფნია მიწის ნაკვეთი, ფართობი 29 110 კვ.მ – აუქციონის საწყისი ფასი 66 000 ლარი (იყო 79200 ლარი).
8.სოფელი კარწახი სასტუმრო კომპლექსი, ფართობი 127 558 კვ.მ – აუქციონის საწყისი ფასი 267 000 ლარი (320400 ლარი).
9.სოფელი კარწახი მიწის ნაკვეთი, ფართობი 93 040 კვ.მ – აუქციონის საწყისი ფასი 279 750 ლარი (ივლისში იყო 335700 ლარი).