დღეს, 12 ნოემბერს, 11 საათიდან წყალმომარაგება შეჩერებულია ახალქალაქში, მიზეზი სოფელ ბავრასთან მომხდარი ავარიული დაზიანებაა.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვისცენტრის ცნობით, აღნიშნული დაზიანების აღმოსაფხვრელად სამუშაოები მიმდინარეობს, ქალაქში წყალმომარაგება 3 საათში აღდგება.