ფორს-მაჟორული გარემოებებიდან გამომდინარე, ქალაქ ნინოწმინდის კლინიკა კორონავირუსით ინფიცირებულების მკურნალობის რეჟიმზე გადავიდა.


იმის გამო, რომ იმ საავადმყოფოებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ, ადგილები არ არის, ქალაქ ნინოწმინდის კლინიკა დროებით,  COVID-19-ითა და პნევმონიით დაავადებული პაციენტებისთვის ინფექციურ საავადმყოფოდ გადაკეთდა. ამასთან დაკავშირებით სამშობიარო განყოფილება დროებით არ იფუნქციონირებს. მშობიარეებს შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერ სამშობიაროს მიმართონ ახალქალაქში, ახალციხეში, ან თბილისში.